Belive

ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე - საქართველოს ოლიმპიური მედროშეები ტოკიოს ოლიმპიადაზე

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ტოკიოს ოლიმპიადაზე, რომელიც სტარტს 23 ივლისს აიღებს, საქართველოს ნაკრების მედროშეები: ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ნინო სალუქვაძე (მიზანში მსროლელი) იქნებიან. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა - ლერი ხაბელოვმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "ტაიმ-აუტში" განაცხადა. 52 წლის ნინო სალუქვაძე მიზანში მსროლელია, მისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მე-9 ოლიმპიადა იქნება. მას ოლიმპიადაზე 3 მედალი აქვს მოპოვებული. ოქრო (სეულის ოლიმპიადა, 1988 წელი); ვერცხლი (სეულის ოლიმპიადა, 1988 წელი); ბრინჯაო (პეკინის ოლიმპიადა, 2008 წელი). რაც შეეხება ლაშა ტალახაძეს, ლაშა ტალახაძე ძალოსანია, იგი მსოფლიოს, ევროპის, ოლიმპიური და ევროპული თამაშების ჩემპიონია. ლაშა ტალახაძეს მხოლოდ ერთ ოლიმპიადაზე აქვს მიღებული მონაწილეობა, 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა.  

სხვა სტატიები