ლაშა ბექაური: "რუსს ვერ მოუგებსო, მაშინ პასუხი არ გავეცი, შემდეგ კი გაუჩინარდა..."
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"ერთხელ ,ვიღაც "ძიუდოს ექსპერტმა" კომენტარში თავი გაიგიჟა: "ბექაური ვერ მოუგებს იგოლნიკოვს (რუსს), მასთან ახლოსაც კი ვერ მივაო. მაშინ პასუხი არ გავეცი, ვიფიქრე, რომ მოვუგებ ფოტოს ჩავუგდებ თქო, მაგრამ შემდეგ გაუჩინარდა..." - ლაშა ბექაური.შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურმა, ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში სწორედ რუსი - მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, მოგვიანებით კი ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა.