Belive

კვარას დებიუტის და ქართული დუელის მოლოდინში - ნაპოლიმ განაცხადი გამოაქვეყნა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩი "ნაპოლისა" და "ფროზინონეს" შორის 20 დეკემბერს გაიმართება.

მატჩის წინ, უკვე ცნობილია ორივე გუნდის განაცხადი. ცნობილი იყო, რომ "ფროზინონეს" განაცხადში აუცილებლად იქნებოდა 20 წლის ქართველი შემტევი, გიორგი კვერნაძე, ახლახანს კი სამატჩო სია ნეაპოლელებმაც გამოაქვეყნეს, სადაც ასევე ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

წინა სეზონში, პრიორიტეტების გადანაწილებისა და გადატვირთული გრაფიკის გამო, კვარას აღნიშნულ ტურნირზე არ უთამაშია, ახლა კი შესაძლებელია მისი დებიუტი შედგეს.

შესაბამისად, იტალიის თასზე გულშემატკივარი ქართული დუელის მოლოდინში იქნება - ტურნირის ეს ეტაპი ერთმატჩიანია და გამარჯვებული გუნდი შემდეგ ეტაპზე პირდაპირ გავა.

"ნაპოლისა" და "ფროზინონეს" მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები