კვარა, ზურიკო და 9 ესპანელი | ქართველები სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევები, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მოხვდნენ.
Whoscored-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით სექტემბრის თვის საუკეთესო თერთმეტეულში ორი ქართველი და ცხრა ესპანელი ფეხბურთელი მოხვდა.
ჯგუფის ლიდერი 100%-იანი შედეგით და ორიდან ორი გამარჯვებით ესპანეთის ნაკრები გახლავთ, საქართველოს ნაკრები 3 ქულით მეორე პოზიციაზეა, მესამე პოზიციას თურქეთი იკავებს, ხოლო ბულგარეთი მეოთხე საფეხურზეა.
საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს ოქტომბრის სანაკრებო პერიოდის დროს, 11 რიცხვში ესაპნეთთან სტუმრად გამართავს.