Belive

კვარა და ოსიმენი - პრემიერ ლიგის გრანდს ნაპოლის დუეტი სურს

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბრიტანული მედია აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ ლიგის გრანდებს, მათ შორის ლონდონის "ჩელსის" "ნაპოლის" შემტევი დუეტის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დამატება სურს.

როგორც ირკვევა, "ნაპოლიმ" ამ ტრანსფერებთან დაკავშირებით მსურველი მხარისგან პირველი შეთავაზებები უკვე მიიღო.

"ნაპოლიმ" პრემიერ ლიგის გრანდისგან  თავისი ორი ლიდერის სანაცვლოდ დამაინტერესებელი წინადადება მიიღო. მათ უკვე იციან თუ რა რაოდენობის თანხა სურთ ამ ტრანსფერების სანაცვლოდ.

ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიასგან შემდგარი შემტევი დუეტი გახდა იმის საფუძველი, რომ "ნაპოლიმ" წინა სეზონში სერია A მოიგო და უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშა.

ამ მიზეზით, კლუბმა ყველა ღონე იხმარა, რომ ისინი მიმდინარე სეზონშიც შეენარჩუნებინა, თუმცა წინა გათამაშების მსგავს ფეხბურთს გუნდი ვერ თამაშობს.

ამავე დროს, ფეხბურთელებს წინა მწვრთნელ, რუდი გარსიასთან პრობლემები ჰქონდათ, ხოლო ნიგერიელს იგივე ხელმძღვანელობასთან აქვს. ნეაპოლელები გრძნობენ, რომ შესაძლებელია ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში, ფეხბურთელების სატრანსფერო თანხაზე გავლენა მოახდინოს, ამიტომაც სატრანსფერო ბაზარზე პასიურობას აღარ გეგმავენ.

Daily express-ის ცნობით, გუნდი, რომელმაც "ნაპოლის" ამ წყვილის დამატებისთვის წინადადებით მიმართა, ლონდონის "ჩელსია". რაც შეეხება იტალიელების ინტერესს, მათ ამ ტრანსფერების განსახორციელებლად საერთო ჯამში 200 მილიონი ევრო სურთ - თითოეული ფეხბურთელისთვის 100 მილიონი ევრო.

აქვე, ბრიტანული მედია იმის შესახებაც საუბრობს, რომ ტრანსფერების განხორციელება ზამთარშივეა შესაძლებელი, ყველაზე გვიან კი შემდეგი წლის ზაფხულში", - წერს onefootball-ის იტალიური ვერსია.

ხვიჩა კვარაცხელიას 2023/24 წლების სეზონში, "ნაპოლის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. რაც შეეხება "ნაპოლის" 24 ქულით ნეაპოლელები სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებენ.

სხვა სტატიები