Belive

კრემონეზეს მწვრთნელი: "ლოჩოშვილმა ბევრ ასპექტში უნდა მოუმატოს"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"კრემონეზეს" მთავარმა მწვრთნელმა, ჯოვანი სტროპამ საქართველოს ნაკრებისა და მისი გუნდის ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის შესახებ ისაუბრა.

"ლუკა ლოჩოშვილი ბევრ ასპექტში უნდა გაუმჯობესდეს, მაგალითად ბურთის კონტროლის კუთხით. მე ვხედავ სხვა ფეხბურთელებს, რომლების თამაშიც ჩემი აზრით, ამ ეტაპზე უფრო უკეთესია გუნდისთვის", - თქვა ჯოვანი სტროპამ.

ლუკა ლოჩოშვილს გასულ პერიოდში მთავარი მწვრთნელი ნდობას არ უცხადებს და გასული შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ერთადერთში აქვს ნათამაშები.

რაც შეეხება თავად გუნდს 19 ტურის შემდეგ გუნდს 32 ქულა აქვს დაგროვებული და მეხუთე პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს კი 14 იანვარს "კოზენცასთან" საშინაო კედლებში გამართავს.

სხვა სტატიები