"კიტეიშვილი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია" - ვეტერანი ავსტრიელი ქართველს აქებს
11 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ვეტერანი ავსტრიელი ფეხბურთელი, შემდეგში კი მწვრთნელი, ანდრეას ჰერცოგი, რომელიც ახლა Sky Sports-ის ექსპერტად მუშაობს, საქართველოს ნაკრებისა და გრაცის შტურმის შემტევი ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის შესახებ საუბრობს.
"ოთარ კიტეიშვილი ყველა გადამწყვეტ მომენტში ტვინისა და ფეხების კომბინაციას იყენებს. სწორედ ეს ხდის მას ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ", - ამბობს ანდრეას ჰერცოგი.
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურის მატჩში, ვენის აუსტრიასთან დუბლის შესრულება შეძლო, მისი და გიზი მამაგეიშვილის გუნდმა კი 5:2 იმარჯვა და გათამაშების ცხრილში გალიდერდა.
29 წლის ქართველ ფეხბურთელს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 16 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს, 12 გოლით კი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.