Belive

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სირთულე ცნობილია

3 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სირთულე ცნობილია.

Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 24 წლის ფეხბურთელმა უეფას ჩემპიონთა ლიგის, ლიგის ფაზის მერვე ტურში, ნიუკასლთან მიღებული ტრავმის შემდეგ, სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა. როგორც ირკვევა, ქართველი ფეხბურთელი მოტეხილობას გადაურჩა და კოჭის იოგი აქვს დაზიანებული.

ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშს 2 კვირის შემდეგ განაახლებს.

კვარას აქტივში ახალ სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში 12 საგოლე მოქმედებაა (6 გოლი და 6 საგოლე პასი). პსჟ-მ ლიგის ფაზაში მე-11 ადგილი დაიკავა და გამოსვლას პლეი-ინში გააგრძელებს.

სხვა სტატიები