Belive

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძვის

1 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვის.

იტალიის ელიტარული საფეხბურთო დივიზიონის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა შემდეგი ფეხბურთელების სია დაასახელა, რომელიც ამ პრიზისთვის იბრძოლებენ: ნიკოლო ბარელა, ალესანდრო ბასტონი (მილანის "ინტერი"), რიკარდო კალაფიორი ("რომა"), ტეუნ კუპმაინერსი ("ატალანტა"), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი"), რაფაელ ლეაო ("მილანი").

23 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე გადასვლით არის შესაძლებელი.

სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა მარტის თვეში სერია A-ში სამ მატჩში ითამაშა და ორი გოლის გატანა მოახერხა, მთლიანად ამ სეზონში კი მის აქტივში 10 გოლი და 4 საგოლე პასია.

მნიშვნელოვანია, რომ ხვიჩა კვრაცხელია სერია A-ს ისტორიაში აღნიშნულ ჯილდოს, პაულო დიბალასთან და რაფაელ ლეაოსთან ერთად ინაწილებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში საბერძნეთთან (0:0, 4:2 პ.) მიიღო, "ატალანტასთან" წაგებული შეხვედრა კი (იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში, 0:3) გამოტოვა. უდიდესი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი 31-ე ტურში, "მონცასთან" სათამაშოდ მზად იქნება.

"ნაპოლი" "მონცას" 7 აპრილს სტუმრად შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები