Belive

ხმის მიცემა: "კვარა FC 24-ის წლის საუკეთესოთა შორის მოხვედრისთვის იბრძვის"

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო თამაშის FC 24-ის 2023 წლის საუკეთესო გუნდის დაკომპლექტებისთვის გამოკითხვას ატარებს.

მსოფლიოს წლის საუკეთესო გუნდში მოსახვედრად შემტევებს შორის საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იბრძვის. გულშემატკივარს კვარასთვის ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე გადასვლით შეუძლია.

22 წლის ქართველ ფეხბურთელთან ერთად, აუცილებელია, რომ ხმის მიცემის დროს საუკეთესო თერთმეტეული დაკომპლექტდეს და გუნდის მთლიანი ვერსია შედგეს.

2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს გამარჯვებული და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, იტალიის ელიტარულ ლიგაში საუკეთესო გოლის ავტორი და საქართველოს საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სხვა სტატიები