ხავიერ აგირე: "საშინაო მუნდიალი ყველაზე განასაკუთრებული რამაა, რაც ფეხბურთში გამომიცდია"
4 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის გახსნითი მატჩის მასპინძელი მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხავიერ აგირე, სამხრეთ აფრიკასთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.
"ფეხბურთში გატარებული 50 წლის განმავლობაში, საკუთარ სახლში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე უკეთესი გრძნობა არ მქონია. არადა, ყველა მუნდიალი გამოვცადე. ეს რაღაც დაუვიწყარია. ხვალიდან გუნდი გაიგებს, თუ რას ნიშნავს ეს.
ვფიქრობ, სათქმელმა ფეხბურთელაბამდე მიაღწია, მგონია, დავარწმუნე ისინი და თავადვე, სრულიად ბუნებრივად დაიწყეს სიტყვა ოჯახის გამოყენება. ამით თავს კომფორტულად გრძნობენ. ეს ძალიან ძლიერი სიტყვაა, რაღაც განსაკუთრებით მძლავრი. ფეხბურთელებმა თავადვე გაზარდეს ეს ოჯახური გრძნობა, გაითავისეს იგი და ახლა მას ღიად გამოხატავენ.
ჩემს მოთამაშეებს უნდა გადავცე ის რწმენა, რომ ეს შეიძლება იყოს კარგი დღე ჩვენთვის. რომ რაც არ უნდა მოხდეს, ხალხი ჩვენთან იქნება და ეს არის დღესასწაული, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში გაგრძელდება", - ამბობს ხავიერ აგირე.
მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები ერთმანეთს 11 ივნისს, ლეგენდარულ აცტეკას სტადიონზე (მეხიკო სითი არენა) შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.