კარიერაში მეორედ: ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთზეა ნომინირებული
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს, ოქროს ბურთის 2025 წლის დაჯილდოებაზეა ნომინირებული.
France Football-მა იმ 30 ფეხბურთელის სია დაასახელა, რომელიც 2025 წლის ოქროს ბურთის მოგებისათვის იბრძოლებს. კანდიდატთა შორის 24 წლის ქართველი ვარსკვლავიცაა.
ხვიჩა კვარაცხელია კარიერაში სადებიუტოდ ოქროს ბურთზე 2023 წელს გახლდათ წარდგენილი და მე-17 ადგილი დაიკავა, ახლა კი ის მეორედ წარადგინეს.
ოქროს ბურთის მფლობელების გამოვლენაში მონაწილეობას სპორტული ჟურნალისტები იღებენ, გამარჯვებული 22 სექტემბერს გამოვლინდება.