Belive

კადისმა დაადასტურა: გიორგი გოჩოლეიშვილს ტრავმა აქვს

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ფლანგის ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი ტრავმირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას კადისის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"გიორგი გოჩოლეიშვილმა გასულ საათებში სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარა, რომლებმაც ტერფის წინა ნაწილის ნაწილობრივი გაწყვეტა გამოავლინა. მისი გამოჯანმრთელება მომდევნო დღეების განმავლობაში ტერფის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული",
- წერს კადისის ოფიციალური ვებგვერდი.

გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის შახტარმა ერთსეზონიანი იჯარით ესპანეთის ლა ლიგა 2-ის წარომამადგენელ გუნდში გაანათხოვრა, სადაც უკვე 3 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

იური ტაბატაძის და გიორგი გოჩოლეიშვილის კადისი 4 ტურის შემდეგ, სამჯერ ნათამაშები ფრით 3 ქულას ფლობს და მე-18 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები