Belive

კადეტთა ევროპის თასი - შეჯამება

11 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

29-30 აპრილს, ქალაქი გორში, კერძოდ კი გორის სპორტის სასახლე, კადეტთა ევროპის თასი გაიმართა, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე, ხოლო მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

saertho-gunduri
mamakatstha-gundiuri-chathvla

საქართველოს ნაკრებმა კადეტთა ევროპის თასზე 16 მედალი მოიპოვა (4 ოქრო, 4 ვერცხლი, 8 ბრინჯაო).

მამაკაცთა კატეგორიაში, 8 წონიდან, 4 წონაში ქართველებმა გაიმარჯვეს.

66 კგ |

66 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი გიორგი დულარიძემ მოიპოვა, რომელმაც ფინალში ასევე ქართველი, გიგი გიუნაშვილი დაამარცხა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 66 კგ წონით კატეგორიაში, მედლები სრულად ქართველებზე გადანაწილდა. ბრინჯაოს მედალს გიორგი გივიშვილი და ბექა დონგვანი დასჯერდნენ.

73 კგ |

73 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა - ცოტნე ბახტაძე, ბრინჯაოს მედლები კი ირაკლი ქავთარაშვილმა და თორნიკე ვახტანგაძემ მოიპოვეს.

- 90 კგ |

-90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა - საბა გველესიანმა, რომელმაც ფინალში ლუკა თევდორაძე დაამარცხა.

+ 90 კგ |

ბოლო ოქროს მედალი კი +0- კგ წონით კატეგორიაში, შოთიკო გოჩიაშვილმა მოიპოვა. აქაც ქართული ფინალი შედგა, სადაც გოჩიაშვილმა ნიკოლოზ ზაალიშვილი დაამარცხა, შესაბამისად ვერცხლის მედალი ნიკოლოზ ზაალიშვილს ერგო.

რაც შეეხება ქალთა კატეგორიას, ქალებში საქართველოს ქალთა ძიუდოისტთა ნაკრებმა, გორის ევროპის თასზე 3 მედალი მოიპოვა: თამარ სუხიაშვილი (-52 კგ); ბარბარე გელაშვილი (+70 კგ) და ნინო პაპიძე (+70 კგ).

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი ყაზახეთის ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე კი თურქეთის ნაკრები გავიდა.

ყაზახებმა 21 მედალი (5 ოქრო, 5 ვერცხლი, 11 ბრინჯაო) მოიპოვეს, ხოლო თურქებმა კი 10 (5 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო).

სხვა სტატიები