Belive

JUDOINSIDE: "სულამანიძე ამტკიცებს, რომ მსოფლიოს პირველი ნომრის წოდებას იმსახურებს..."

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

2023 წლის პირველი შეჯიბრი, პორტუგალიის გრან პრი, ილია სულამანიძემ ბრწყინვალედ დაიწყო და წლის პირველი ოქროს მედალიც მოიპოვა.

ამ ფაქტს კი ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოვემა "Judoinside" გამოეხმაურა, სადაც აღნიშნეს, რომ 21 წლის ქართველი ძიუდოისტი ყველა შეჯიბრზე ამტკიცებს, რომ მსოფლიოს პირველი ნომრის წოდებას იმსახურებს.

"2023 წლის პირველ შეჯიბრზე -100 კგ წონითი კატეგორია ყველაზე სანახაობრივი გამოდგა. ამის მიზეზი ისიც არის, რომ -100 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი, ჩეხი - ლუკაშ კრპალეკი დაბრუნდა.

პორტუგალიაში კრპალეკმა გადაწყვიტა დაეწყო ახალი გამოწვევა, დაბრუნებულიყო თავის საყვარელ წონით კატეგორიაში და ყველაფერი თავიდან დაეწყო. თუ გამოწვევა ცოტა გიჟურად გვეჩვენება, ჩვენ ვიცნობთ კაცს, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს ამ გამოწვევას.

ნახევარფინალში ილია სულამანიძის წინააღმდეგ 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ვერაფერს გახდა. დაბრუნებისთვის ცუდი შედეგი არ არის, მით უმეტეს, როცა იცი ქართველის ფასი, რომელმაც გასული წლის დეკემბერში იერუსალიმში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მოკლედ, ლუკაშ კრპალეკი ჯერ არ არის ისეთი სუპერდომინანტი, როგორიც წარსულში იყო 100 კგ წონით კატეგორიაში.

ამიტომაც, ახალგაზრდა ილია სულამანიძემ კრპალეკის დამარცხების შემდეგ ფინალში ასპარეზობა მოიპოვა, სადაც კიდევ უფრო ახალგაზრდა იაპონელ - დოტა არაის შეხვდა და მარტივად 2-ვაზარით გაიმარჯვა. ილია სულამანიძის ეს ოქროს მედალი ჰგავს იმის დადასტურებას, რომ იგი ნამდვილად იმსახურებს -100 კგ წონითი კატეგორიის პირველ ნომერს.

არ შეიძლება არ აღინიშნოს 2022-წლის შუა პერიოდიდან ილია სულამანიძის დიდებული ასპარეზობა, რომელიც იმაშიც კი გამოიხატება, რომ წონის ლიდერია. როგორც იქნა მან საკუთარი სიძლიერისა და თავის ირწმუნა, 21 წლის ქართველ ბიჭს აქვს იმის პოტენციალი, რომ წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები და კარიერა ჰქონდეს". - JUDOINSIDE.

სხვა სტატიები