Belive

JUDOINSIDE: "ლაშა ბექაურს მსოფლიო ჩემპიონობისთვის საკმარისი რიტმი აქვს..."

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ძიუდოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უფრო და უფრო ახლოვდება. მომდენო პარასკევს, 6 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრები 11 სპორტსმენით იასპარეზებს.

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ძიუდოს საიტმა "Judoinside"-მ, -90 კგ წონითი კატეგორია განიხილა და ფავორიტად მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური გამოარჩია.

"ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ მხოლოდ ერთ შეჯიბრზე იჭიდავა. და როდესაც ის სექტემბრის დასაწყისში დაბრუნდა, ეს არ იყო არც გრან სლემი ან გრან პრი, არამედ შედარებით მცირე ევროპის ღია პირველობა ობერვარტში, მან ძალიან მარტივად მოიგო.

ბუნებრივი კითხვაა, საკმარისია თუ არა მხოლოდ ამ ერთ შეჯიბრზე გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატის წინ? რა თქმა უნდა, მას ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება. მათ შორის არის მისი თანამემამულე, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე. სხვა საუკეთესო ძიუდოისტები, რომლებიც შეეცდებიან მის დამარცხებას, არიან: მამმადილ მეჰდიევი (აზერბაიჯანი), ივან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა), უსტოპირიონი (ტაჯიკეთი), ნოელ ვან ტ'ენდი (ნიდერლანდები), ნემანია მაიდოვი (სერბეთი), კრისტიან ტოტი (უნგრეთი), კრისტიან პარლატი (იტალია) და რა თქმა უნდა, მისი მეტოქე ოლიმპიურ თამაშებზე, გერმანელი - ედუარდ ტრიპელი (გერმანია).

ამ წონით კატეგორიაში ბევრი საუკეთესო ფალავანია, მაგრამ მთავარი კანდიდატი ლაშა ბექაური იქნება, რომელიც 22 წლის ასაკში ეცდება რომ დიდი სამეული შეკრას, რისთვისაც მას მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობა აკლია".

სხვა სტატიები