Belive

ჯაბა პაპინაშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემის პირველივე ეტაპზე ევროპის ჩემპიონი დაამარცხა!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 22 თებერვალს სტარტი აიღო 2019 წლის მეორე გრანდ სლემმა დიუსელდორფში. დღეს, იასპარეზებენ -60 და -66 კილოგრამ წონითი კატეგორიები. -60 კილოგრამში საქართველოს სახელით ჯაბა პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობენ, ხოლო -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გიორგი გუგულაშვილი ასპარეზობდა, რომელიც მეორე რაუნდში დამარცხდა და დიუსელდორფის გრანდ სლემს გამოეთიშა. -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი მეორე ეტაპიდან ჩაერთო და 2016 წლის ევროპის ჩემპიონს, ფრანგ - ვალიდე ხიარის შეხვდა.  ქართველმა ფალავანმა მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და პირველივე ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სხვა სტატიები