დღეს, 21 თებერვალს სტარტი აიღო დიუსელდორფის გრანდ სლემმა, სადაც დღევანდელ დღეს საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი ასპარეზობს.
-60 კგ წონით კატეგორიაში პირველ რაუნდში იმარჯვეს ჯაბა პაპინაშვილმა და თემურ ნოზაძემ. ჯაბა პაპინაშვილმა ავსტრალიელი - ჯოშუა კაცი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე უძლიერეს უზბეკ - შარაფუდინ ლუტფილაევს დაუპირისპირდება, ხოლო თემურ ნოზაძემ გერმანელი - მორიც პლაფკი დაამარცხა და მისი მეტოქე ამერიკელი - ადონის დიაზი იქნება.