Belive

ივა გელაშვილის დებიუტი სერია B-ში - სპეცია საშინაო კედლებში დამარცხდა

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის სერია B-ს მესამე ტურის შეხვედრაში, რომელშიც "სპეცია" - "კომოსთან" საშინაო კედლებში - 0:1 დამარცხდა, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველის, ივა გელაშვილის დებიუტი შედგა.

22 წლის ფეხბურთელს სადებიუტოდ თამაში სასტარტო თერთმეტეულიდანვე მოუწია და მოედანზე 46 წუთი გაატარა, ის თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და 6.6 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა, რაც მესამე მაჩვენებელი გახლდათ.

ივა გელაშვილის ახალ გუნდს, რომელიც სერია A-დან 2022/23 წლების სეზონის შემდეგ დაქვეითდა, საწყის სამ ტურში 2 მარცხი და 1 ფრე აქვს და შედეგად დაგროვებული 1 ქულით მე-18 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის გუნდი 15 სექტემბერს, "ვენეციას" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები