იური ტაბატაძემ ოპერაცია გაიკეთა - ქართველი ფეხბურთელი რეაბილიტაციის პროცესს იწყებს
3 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და კადისის შემტევი ნახევარმცველი, იური ტაბატაძე ჯვარედინი იოგის გაწყვეტის შემდეგ მკურნალობას იწყებს.
Geo Team-ის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელმა ფეხის მძიმე ტრავმის შემდეგ, ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო პროცესს იწყებს.
ლა ლიგა 2-ის 22-ე ტურის მატჩში ალბასეტესთან წაგებულ მატჩში (0:1) იური ტაბატაძემ ჯვარედინი იოგის ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ 6-დან 9 თვემდე გამოტოვებს მოუწევს.
ანდალუსიური გუნდის შემადგენლობაში იური ტაბატაძემ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.