Belive

იტალიური მედია: "მატჩის შემდეგ დე ლაურენტისი გაცხარებული იყო - პრეზიდენტი გარსიას შემცვლელებზე ფიქრობს"

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლიმ" ახლო მომავალში შესაძლოა მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს.

როგორც ირკვევა, იტალიის სერია A-ს მერვე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც ნეაპოლელები საშინაო კედლებში, "ფიორენტინასთან" - 1:3 დამარცხდნენ, გუნდის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი გაცხარებული იყო.

La Repubblica-ს ცნობით, მატჩის დასრულების შემდეგ, დე ლაურენტისმა VIP ზონა გაღიზიანებულმა და აღშფოთებულმა დატოვა და საკუთარ ოთახში განმარტოვდა, სადაც "რისხვას აფრქვევდა".

იტალიური მედია საშუალებები აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის არსებული უფსკრულის დასრულებისა და გუნდში სიტუაციის გაჯანსაღების მიზნით, პრეზიდენტი უკვე რუდი გარსიასთან განშორებაზე ფიქრობს. ეს შეიძლება დაუყოვნებლივ არ მოხდეს, მაგრამ იგორ ტუდორისა და ანტონიო კონტეს კანდიდატურები უკვე აქტიურად განიხილება.

8 მატჩის შემდეგ დაგროვებული 14 ქულით "ნაპოლი" სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს და მომდევნო ტურში სტუმრად, "ვერონას" წინააღმდეგ, 21 ოქტომბერს ითამაშებს.

სხვა სტატიები