Belive

იტალიური მედია: " კვარა შესაძლოა დაჯარიმდეს და სათადარიგო სკამზე აღმოჩნდეს"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა დაჯარიმდეს და იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის შეხვედრაში "კალიარისთან" სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ნეაპოლურ Il matino-ზე დაყრდნობით ავრცელებს. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ბარსელონასთან", ის გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ ნაადრევად შეცვალა, რითიც 23 წლის ქართველი უკმაყოფილო დარჩა.

წყაროს ცნობით, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ამის გამო გაბრაზებულია. გარდა ფინანსური ჯარიმისა, კვარას სათადარიგოთა სკამზე ჯდომა განიხილება. თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

რაც შეეხება თავად "ნაპოლის", გუნდი იტალიის ჩემპიონატში 24 ჩატარებული მატჩის შემდეგ 36 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს. "კალიარისთან" მატჩი გუნდს 25 თებერვალს სტუმრად ელის. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები