Belive

ისტორიული რეკორდი: ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 20 მილიონით გაიზარდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 20 მილიონით გაიზარდა და ახლა ის 35 მილიონ ევროს შეადგენს.

21 წლის ფეხბურთელის განახლებული ფასი Transfermarkt-მა გამოაქვეყნა და ახლა ის 15 მილიონის ნაცვლად 35 მილიონ ევროს შეადგენს.

ცხადია, ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. სექტემბრის თვემდე რეკორდსმენი სწორედ "კვარა" გახლდათ, რომლის ფასიც "რუბინის" შემადგენლობაში თამაშის დროს 18 მილიონ ევროს შეადგენდა, რამდენიმე დღის წინ კი გიორგი მამარდაშვილის ფასმა 20 მილიონი ევრო შეადგინა, ამაზე მეტი აღნიშნული მონაცემების არსებობის ისტორიაში არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ ჰქონია.

როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, ამხანაგური შეხვედრების გათვალისწინებით, ბოლო 37 მატჩია ხვიჩა კვარაცხელიას წაგება არ აქვს, ოფიციალურ მატჩებში კი ეს მაჩვენებელი 32-ს უდრის.

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. 

სხვა სტატიები