Belive

ინტერესი საუდის არაბეთიდან: გოგლიჩიძეს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის დამატება ევროპის რამდენიმე ქვეყნის ჩემპიონატის წარმომადგენელ გუნდებს სურთ.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იტალიის სერია A-ს და ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი გუნდები გამოხატავენ, ახლა კი მათ რიგებს საუდის არაბეთიდანაც შეუერთდნენ.

"მას შემდეგ, რაც ემპოლი სერია B-ში დაქვეითდა, საბა გოგლიჩიძეს გუნდის შეცვლა უფრო მარტივად შეუძლია. ზამთარში მისი ტრანსფერი რომაში თითქმის გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.

2004 წელს დაბადებული ფეხბურთელის დამატების ინტერესს იტალიის სერია A-ს გუნდები გამოხატავენ, მათ შორის პარმა აქტიურობს, ახლა კი საკმაოდ სოლიდური წინადადება საუდის არაბეთიდანაც გამოჩნდა, რომელიც შესაძლებელია კიდევ უფრო სერიოზული გახდეს", - წერს პოპულარული ჟურნალისტი, ალფრედო პედულა.

21 წლის საბა გოგლიჩიძემ ემპოლის შემადგენლობაში 2024 წლის იანვარში გადასვლის შემდეგ 36 მატჩში მონაწილეობის მიღება და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, საქართველოს ნაკრებში მას სამჯერ აქვს ნათამაშები, ასაკობრივი და ახალგაზრდული გუნდების რიგებში კი მოედანზე 15 შეხვედრაში გავიდა.

სხვა სტატიები