Belive

ინტერესი საბერძნეთიდან | ირაკლი აზაროვის დამატებას ტიტულოვანი გუნდი გეგმავს

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის შახტარის მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი კარიერას სავარაუდოდ საბერძნეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ქართველი ფეხბურთელის დამატებით ათენის აეკი არის დაინტერესებული.

"დონეცკის შახტარისა და საქართველოს ნაკრების მცველი, ირაკლი აზაროვი, დიდი ალბათობით, უკრაინულ პრემიერ ლიგას დატოვებს და კარიერას ბერძნულ კლუბში გააგრძელებს.

საფეხბურთო აგენტმა ფაბიან კორიეცზიმ განაცხადა, რომ ათენის აეკმა 24 წლის ფეხბურთელთან წარმატებული მოლაპარაკებები გამართა და ლეგიონერისგან გადასვლაზე სიტყვიერი თანხმობა მიიღო.

აზაროვთან კონტაქტის შემდეგ, ბერძნული კლუბი გეგმავს, რომ შახტარს დაუკავშირდეს და მომავალი შეთანხმების დეტალები განიხილოს. მხარეთა შორის კონტაქტი უახლოეს მომავალში შედგება", - წერს sport.ua.

ირაკლი აზაროვი დონეცკის შახტარში 2023 წლის ზაფხულში გადაბარგდა და ორჯერ ჩემპიონატი, ორჯერ კი თასი მოიგო და ასევე უეფას ჩემპიონთა, ევროპა და კონფერენს ლიგების ფინალურ ეტაპზე ითამაშა.

სხვა სტატიები