Belive

ილია თოფურიასა და ბრაის მიტჩელის ბრძოლა არ შედგება

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

აღნიშნულ ინფომრაციას თავად ამერიკელი მებრძოლი ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ილია თოფურია ბრძოლას არ დათანხმდა.

მიზეზი უარისა, მიტჩელის თქმით, წონის ვერ დაკლებაა. საინტერესოა ამერიკელის ეს განცხადება, რადგან ილიამ ცოტა ხნის წინ პოსტი გაავრცელა, სადაც წერს, რომ მზადაა მოკვდეს წონის ჩაბარებისას.

ოფიციალურად დაზუსტებული არ ყოფილა, თუმცა, 2022 წლის 5 ნოემბერს, UFC Vegas 64-ზე ილია თოფურიასა და ბრაის მიტჩელის დაპირისპირება უნდა შემდგარიყო. მებრძოლები ერთმანეთს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იწვევდნენ და თითქოს შეთანხმებაც შედგა.

უცანურია ის სურათი, რაც ახლა გვაქვს, რადგან "ელ მატადორის" პოსტმა სოციალურ ქსელში გვაფიქრებინა, რომ ბრძოლა უკვე შეთანხმებული იყო.

შეგახსენებთ, რომ ილიას წონის კლებასთან პრობლემები ადრეც ჰქონდა. შარლ ჟორდენთან ორთაბრძოლისთვის მზადებისას, ილიას წონის კლებისას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც ის კანადელ მეტოქეს ვეღარ დაუპირისპირდა. თოფურიამ გადაწყვეტილება UFC-ის ექიმების მოთხოვნის შედეგად მიიღო. როგორც მებრძოლი მანამდე ამბობდა, აღნიშნული პრობლემა მას ადრეც აწუხებდა.

სხვა სტატიები