Belive

IJF-ს განახლებული რეიტინგი - ლაშა ბექაური რეიტინგში დაწინაურდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ტოკიოს გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF-მ) მსოფლიო რეიტინგი განაახლა.

ტოკიოს გრანდ სლემზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით, ლაშა ბექაური -90 კგ წონით კატეგორიაში 3 პოზიციით დაწინაურდა და წონის მეხუთე ნომერი გახდა.

ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, 2022 წლის ტოკიოს გრანდ სლემზე 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და წელი 4000 ქულითა და მეხუთე ადგილით დაასრულა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ -90 კგ წონით კატეგორიაში მეორე ნომერია ბექა ღვინიაშვილი, რომლის ანგარიშზეც 4945 ქულაა, ხოლო ლუკა მაისურაძე კი 2 პოზიციით დაქვეითდა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. მაისურაძის ანგარიშზე 3975 სარეიტინგო ქულაა.

-90 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი უზბეკი - დავლათ ბობონოვია, რომლის ანგარიშზეც 5650 ქულაა.

სხვა სტატიები