Belive

IJF-ს განახლებული რეიტინგი: ღვინიაშვილი, მარგველაშვილი და ნადირაძე დაწინაურდნენ

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) თელ ავივის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ საერთაშორისო რეიტინგი განაახლა.

თელ ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა: ოქროს მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ლაშა ნადირაძემ (66 კგ) მოიპოვა.

66 კგ |

თელ ავივის გრანდ სლემზე ტრიუმფით ასპარზობის შემდეგ, ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა.

ახლა ვაჟა მსოფლიოს მესამე ნომერია და მის ანგარიშზე 4470 სარეიტინგო ქულაა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეორე ადგილზე მყოფ ჰიფუმი აბეს, მხოლოდ 130 სარეიტინგო ქულით ჩამორჩება.

თელ ავივის გრანდ სლემზე პირველი საერთაშორისო მედალი მოიპოვა - ლაშა ნადირაძემ. ამ გამარჯვებით მან 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და რეიტინგში 269 პოზიციით დაწინაურდა, ახლა კი 505 ქულით მსოფლიოს 85-ე ძიუდოისტია.

90 კგ |

თელ ავივის გრანდ სლემზე ტრიუმფით იასპარეზა ბექა ღვინიაშვილმა, რომელმაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ამ გამარჯვების შემდეგ, ბექა ღვინიაშვილი მსოფლიო რეიტინში მეორე პოზიციაზე გადავიდა, მის ანგარიშზე 5533 სარეიტინგო ქულაა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 90 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე ლუკა მაისურაძე იმყოფება, რომლის ანგარიშზეც 5300 სარეიტინგო ქულაა.

სხვა სტატიები