Belive

IJF ბექა ღვინიაშვილზე: მოიგებს თუ არა იგი საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატის მედალს?!

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ძიუდოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა გამოცემა "Judoinside"-მ, საქართველოს ნაკრების წევრს, ბექა ღვინიაშვილს სტატია მიუძღვნა, სადაც ისინი, ბექა ღვინიაშვილის მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობაზე საუბრობენ და იმედს იტოვებენ, რომ 2022 წელს, ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მედალს მოიპოვებს.
"ბექა ღვინიაშვილი, ქართული ძიუდოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ძიუდოისტი იყო. ჯერ კიდევ ბავშვობაში, მან კადეტებში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ კი 2-ჯერ შეძლო ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება. იგი 2014 წლიდან ასპარეზობს ეროვნულ ნაკრებში უფროსებში, თუმცა რატომღაც 2014 წლიდან დღემდე, მან ვერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცერთი მედლის მოპოვება. ეს ძალიან გასაკვირია, რადგან თუ ჩვენ გადავხედავთ ღვინიაშვილის მიღწევებს IJF ტურში, ვნახავთ რომ მას 10-ჯერ აქვს ოქროს მედალი მოპოვებული, მათ შორის ისეთ პრესტიჟულ შეჯიბრებზე, როგორიცაა ოსაკას გრანდ სლემი და IJF-ის მსოფლიო მასტერსი (ეს შეჯიბრი 2-ჯერ აქვს მოგებული). სხვა ქართველი ძიუდოისტების მსგავსად, ბექა ღვინიაშვილსაც ქართული ჭიდაობა ბევრ რამეში ეხმარება, მას შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება. 2021 წელს, ბექამ ბრწყინვალედ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ვერცხლის მედალი მოიგო, თუმცა როდესაც ყველანი ვფიქრობდით, რომ იგი ფორმის პიკში შევიდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობიდან პირველივე ეტაპიდან გამოვარდა. 2022 წელი მისთვის ძალიან ცუდად დაიწყო, რადგან პარიზის გრანდ სლემზე მედალი ვერ მოიპოვა, ანტალიის გრანდ სლემზე კი პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა. თუმცა, მას დიდი დრო აქვს მსოფლიო ჩემპიონატამდე დასაბრუნებლად და მას ნამდვილად შესწევს იმის ძალა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა გაგვაოცოს".

სხვა სტატიები