Belive

IJF ბექა ღვინიაშვილს სტატიას უძღვნის - "ბებერი მელა"

1 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 26 წლის ქართველ ძიუდოისტს, აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულ - ბექა ღვინიაშვილს სტატია მიუძღვნა.

Live.ge უცვლელად გთავაზობთ IJF-ს მიერ ბექა ღვინიაშვილისადმი მიძღვნილ სტატიას.


აბუ დაბის გრანდ სლემზე -90 კგ წონით კატეგორიაში მთავარი ფავორიტი და ოქროს მედლის პრეტენდენტი ბექა ღვინიაშვილი აღმოჩნდა. ქართველმა პირველივე ბრძოლიდან ჭიდაობა მაღალ ტემპში დაიწყო და როგორც მას უყვარს მეტოქეების აქეთ-იქით სროლა, სწორედ ასე მოიქცა. მან ყველგან იპონებითა და მოკლე ჭიდაობებით ძალიან ხარისხიანი ასპარეზობა შემოგვთავაზა.

beka2-1666527115-1666527115-1

ღვინიაშვილმა ნახევარფინალამდე ყველაფერი იდეალურად გააკეთა, ნახევარფინალში კი მის ძველ და ნაცნობ მეგობარს, სერბ მსოფლიო ჩემპიონ - ნემანია მაიდოვს შეხვდა. ეს ორი სპორტსმენი უკვე იმდენი ხანია ამ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ, რომ ისინი ამ წონის სტაჟიანი წევრები არიან. წლები გადის და ისინი კვლავ აგრძელებენ წარმატების მიღწევას.

მაიდოვმა ასევე მშვიდი წინასწარი შეხვედრები ჩაატარა, ნახევარფინალამდე მის დონეზე ვერავინ ჭიდაობდა. ისინი (ღვინიაშვილი და მაიდოვი) იმდენად კარგად იცნობენ ერთმანეთს, რომ მათი ბრძოლა ოქროს დღოში გადავიდა, მათ ყველა შესაძლო ენერგია გამოიყენეს, თუმცა გამარჯვებული ქართველი ძიუდოისტი დარჩა.

beka3-1666528779-1666528779

ამ ორი ჩემპიონისგან სინათლის წლებით დაშორებულია ფრანგი - ლორის ტასიე, რომელიც რეიტინგში 150-ე ადგილს იკავებს, აქედან გამომდინარე, აშკარაა რა მკვეთრი სხვაობაა მათ შორის. თუმცა, ტასიეს სპარინგ პარტნიორის იმიჯი არ აქვს, ის არც ისე მცირედით კმაყოფილდება და აბუ დაბიში აჩვენა კიდეც, თუ რა შეუძლია. ყველამ, ვინც მას სერიოზულად არ აღიქვამდა, ძვირი ფასი გადაიხადა, მათ შორის ტაჯიკმა უსტროპინიონმა მეოთხედ ფინალში. ნახევარფინალშიც იყო ერთი მისნაირი, უკეთესად მომზადებული, მაგრამ იმავე ამბიციით. ნიდერლანდელი იესპერ სმინკი დაღალა იმ ფაქტმა, რომ ის ყოველთვის სათადარიგო ვარიანტი და გეგმა B-ა, თანაც მაშინ, როცა ნოელ ვან ტენდი არ არის. თანაც, ვან ტენდს არაფერი მნიშვნელოვანი და გამორჩეული არ გაუკეთებია 2019 წლის შემდეგ.

არსებობს შესაძლებლობები, რომლებიც უნდა გამოიყენო და ასე მოიქცა სმინკი, როცა ნახევარფინალში გავიდა. არ არსებობს იმაზე უფრო ძლიერი გზავნილი, ვიდრე გამარჯვებაა. ფრანგი ძალიან კარგია, ის ამრავალფეროვნებს თავის შეტევებს სვიპებითა და ბარძაყის მოძრაობების შერევით და არასდროს ეწინააღმდეგება მიწას. წარმოუდგენელი ის არის, რომ მსოფლიო რეიტინგში ის 150-ე ადგილს იკავებს 25 წლის ასაკში. თუმცა, ჩვენ ვნახეთ უფრო უცნაური რამ. იგი იმდენად იყო საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ პირდაპირ გამარჯვებისკენ წავიდა და ვაზარი მოიპოვა. ვეტერანივით ლიდერობის ნაცვლად, იპონით ცდილობდა შეხვედრის დასრულებას. ეს შეიძლება არ მოეწონოს ზოგიერთ კონსერვატიულ მწვრთნელს, მაგრამ ჩვენ ეს გვიყვარს და ძიუდოც სწორედ ეს არის : გაიმარჯვო და ეს სამართლიანად გააკეთო. ამრიგად, ის კიდევ ერთმა ვაზარმა ფინალამდე მიიყვანა.

beka5-1666542150-1666542150

ფრანგი ძიუდოისტისთვის ეს იყო პირველი ფინალი და ფინალში კი ბექა ღვინიაშვილს, "ბებერ მელას" დაუპირისპირდა. ტასიეს ქართველისთვის უნდოდა ეთქვა, რომ მას ყველაფერი შეუძლია და ღვინიაშვილის არ ეშინოდა, მაგრამ ილუზია ორმოც წამს გაგრძელდა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ფრანგი ბრწყინვალე ტურნირის შემდეგ კარგი ემოციით ტოვებს აბუ დაბის. რაც შეეხება ღვინიაშვილს, ის "ბებერი მელაა", რომელსაც არაფერი გაუკეთებია იმის გარდა, რასაც მისგან ელოდნენ.

beka4-1666542122-1666542122

სხვა სტატიები