Belive

ჰენრი სეხუდო და ალჯამეინ სტერლინგი დვალიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულნი არიან

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა და დვალიშვილის ახლო მეგობარმა ალჯამეინ სტერლინგმა იანისა და მერაბის დაპირისპირებაზე ისაუბრა. იამაიკელი დარწმუნებულია, რომ ქართველი ოქტაგონს გამარჯვებული დატოვებს.

"იანი კარგი მებრძოლია, მაგრამ წესები არ იცის. როცა მერაბი პიოტრ იანს დაამარცხებს ჩვენ პირველი და მეორე ვიქნებით. მერაბმა ბრძოლისას მეტოქეზე ზეწოლა არ უნდა შეწყვიტოს და კონცენტრაცია არ უნდა დაკარგოს, რადგან იანი სახიფათო მებრძოლია. მერაბმა ამ ბრძოლაში საკუთარი გამძლეობა უნდა გამოიყენოს, შეანელოს მეტოქე და გაანეიტრალოს მისი დარტყმები. მერაბის საქმე ამ ბრძოლაში მარტივია, შევიდეს გალიაში და იანს რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს." - განაცხადა სტერლინგმა საკუთარ YouTube არხზე.

ქართველისა და რუსის მომავალი ბრძოლა უყურადღებოდ არ დატოვა ჰენრი სეხუდომაც. ყოფილმა ჩემპიონმა ამ დაპირისპირებაზე საკუთარ YouTube არხზე ისაუბრა:

"მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანის წინააღმდეგ. ჩემი წარმოდგენით ეს არის პიოტრ იანისა და გაუმჯობესებული ალჯამეინ სტერლინგის დაპირისპირება. ამ ბრძოლით ერთი მარტივი მიზეზის გამო ვარ აღფრთოვანებული, რადგან მე მერაბზე 10-ჯერ უკეთესი ვარ. მე მერაბი არ მაშინებს, თუმცა, სხვა ყველასთვის ის კოშმარია. იანი მომზადებას ტაილანდში გადის. გასაგებია, რომ ხელებს გაიუმჯობესებს, მაგრამ ჭიდაობა? ეს ხუთრაუნდიანი დაპირისპირება იქნება, სადაც ჭიდაობას დიდი მნიშვნელობა ექნება. ისმის მთავარი კითხვა - რამდენად კარგი დაცვა აქვს პიოტრ იანს?"

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირება UFC Vegas 71-ზე შედგება. აღნიშნული ბრძოლა 12 მარტს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები