უზბეკეთში მიმდინარე ტაშკენტის გრან პრიზე გურამ თუშიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ფინალურ ბრძოლაში უზბეკ, ბეხმუროდ ოლტიბოევს დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.
გეტყვით, რომ გურამმა გადამწყვეტ შეხვედრამდე ყაზახ, უზბეკ და უკრაინელ ძიუდოისტებს მოუგო.