Belive

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალშია!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 31 აგვისტოს, სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღემ, სადაც ვაჟებში +100, ხოლო ქალებში +78 კგ წონით კატეგორიები ასპარეზობენ. მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი – გურამ თუშიშვილი იცავს. იგი განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ინდოელი – შუბჰამ კუმარი იყო. გურამმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ტაჯიკი – თემურ რახიმოვი იყო. გურამს არც ტაჯიკი ძიუდოისტის დამარცხება არ გაჭირვებია და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უძლიერესი ჰოლანდიელი - ჰენკ გროლი იქნება.

სხვა სტატიები