Belive

გურამ ქუთათელაძე ტიაგო მოიზესთან ბრძოლას ჩაეხსნა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

UFC 283-ზე ჩანიშნული მოიზესისა და ქუთათელაძის დაპირისპირება აღარ შედგება. ბრძოლა 21 იანვარს ბრაზილიაში, რიო-დე ჟანეიროში იყო ჩანიშნული.

ინფორმაციას ბრაზილიური გამოცემა Ag Fight ავრცელებს. მათი თქმით, ქართველი ბრძოლას გაურკვეველი მიზეზის გამო ჩაეხსნა.

შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძე (12-3) მის ბოლო ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით, დამირ ისმაგულოვთან დამარცხდა და UFC-ში პირველი წაგებაც იწვნია. გურამს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან ერთი აქვს მოგებული.

სხვა სტატიები