გურამ კაშიამ სლოვანის გულშემატკივარს მნიშვნელოვანი მატჩის წინ მიმართა
11 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ბრატისლავის „სლოვანის“ გულშემატკივრებს 2023/24 წლების სეზონის მეორე ნახევრის დაწყების წინ მიმართა.
ვიდეო, რომელშიც 36 წლის ქართველი ცენტრალური მცველი „სლოვანის“ გულშემატკივრებს სეზონის ამ ნაწილშიც მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, გუნდის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„მოგელსამებით „სლოვანის“ ქომაგებო და მხარდამჭერებო. ახალი წელი და სეზონის ახალი ნაწილი იწყება. 2024 წლის პირველი ოფიციალური მატჩი „ჟილინასთან“ სტუმრად გვაქვს. იმედი მაქვს, რომ იქ გნახავთ, რადგან თქვენ ჩვენთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვნები ხართ და თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებულია“, - თქვა გურამ კაშიამ.
ბრატისლავის „სლოვანი“ „ჟილინას“ 9 თებერვალს, სტუმრად შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. 18 ტურის შემდეგ „სლოვანი“ 45 ქულით პირველ პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარს, რომელიც სწორედ „ჟილინა“ გახლავთ, 7 ქულით უსწრებს.