გრანადას მწვრთნელი: "გაგნიძე მზად არის, მაგრამ ყველა ვარიანტს ვერ ვიყენებთ"
14 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
გრანადას მთავარი მწვრთნელი, პაჩეტა გუნდის ქართველი ნახევარმცველის, ლუკა გაგნიძის შესახებ საუბრობს.
"ლუკა გაგნიძე სათამაშოდ მზადაა. ის კარგად თამაშობს. ლუკა გაგნიძე და მანუ ტრიგეროსი ამბობენ, რომ თამაში სურთ, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ვარიანტი გვაქვს და ყველას გამოყენებას ვერ ვახერხებთ", - ამბობს პაჩეტა.
ლუკა გაგნიძეს გრანადას შემადგენლობაში ამ სეზონში 13 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 3 საგოლე პასი გაკეთებული. მისი გუნდი ლა ლიგა 2-ში 28 ტურის შემდეგ მე-17 პოზიციას იკავებს.