Belive

გორში კადეტთა ევროპის თასი იწყება!

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

29-30 აპრილს, ქალაქი გორი, კერძოდ კი გორის სპორტის სასახლე, კადეტთა ევროპის თასს უმასპინძლებს, სადაც 16 ქვეყნის 324 სპორტსმენია რეგისტრირებული.

კადეტთა ევროპის თასზე 3 უძლიერესი ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 2 ქართველია და საკუთარი წონის ლიდერები არიან: თორნიკე გიგაური (-60 კგ); შოთიკო გოჩიაშვილი (+90 კგ) და თურქი - სინემ ორუჩი (-63 კგ).

"ორი წლის წინ, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ახალგაზრდა ძიუდოისტებში დაიწყო ახალი პროექტი, რაც გულისხმობდა სისტემურ ცვლილებას, ახალი სტანდარტებისა და მიდგომების დანერგვას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კარგია, რომ წელს პირველად ჩატარდება მსგავსი ტიპის ტურნირი ამ ასაკობრივ კატეგორიაში, რაც თავისთავად ქართული ძიუდოს მორიგი აღიარება და დაფასებაა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის ძიუდოს კავშირს.

ჩვენს ქვეყანაში სპორტის განვითარება განსაკუთრებული პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება. სტრატეგიული გეგმა კიდევ უფრო ასტიმულირებს ქართული ძიუდოს განვითარებას. საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკის ნაზავი მიგვიყვანს მთავარ შედეგებამდე..." - გიორგი ათაბეგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის თასზე 118 სპორტსმენით იასპარეზებს, საიდანაც 64 მამაკაცია, ხოლო 54 ქალი.

სხვა სტატიები