გოლი და საგოლე პასი | რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ლევერკუზენის ბაიერთან მატჩში?
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის, ლიგის ფაზის მესამე ტურში, მოქმედმა გამარჯვებულმა, პსჟ-მ ლევერკუზენის ბაიერთან სტუმრად, ბაი არენაზე 7:2 იმარჯვა.
მატჩში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა, რომელმაც შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ქართველი ფეხბურთელის შეფასება Flashscore-ს ვერსიით 8.2 ქულას შეადგენს, რა მაჩვენებლითაც ის შეხვედრაში მონაწილეობის მიმღებ ფეხბრუთელებს შორის მესამე საუკეთესოა. Sofascore-მ კვარას 8 ქულა დაუწერა, ხოლო Whoscored-მა 8.24.
პსჟ-ს 3 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და 100%-იანი მაჩვენებლით ტურნირის საუკეთესო გუნდებს შორისაა. შემდეგ მატჩს ქართველი ვარსკვლავის გუნდი 5 ნოემბერს, მიუნხენის ბაიერნთან გამართავს.