გოგა ბითაძის შედეგიანი მატჩი ოკლაჰომას წინააღმდეგ | ქართველს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა
4 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" ძალიან კარგ ფორმაში მყოფ და წაუგებელ გუნდს, "ოკლაჰომა სიტი თანდერს" დაუპირისპირდა და 86:102 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, მან 26:44 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა (7-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო), 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
მატჩში 23 ქულით საუკეთესო იყო ჯეილენ უილიამსი, ხოლო 22 ქულა ჩააგდო ფრანც ვაგნერმა.
"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 3 მოგებით და 5 მარცხით მე-9 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 7 ნოემბერს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.