Belive

გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ეკვადორის ქალაქი გუაიაკილი ძიუდოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს, რომლის პირველ საშეჯიბრო დღესაც ორმა ქართველმა იასპარეზა. -60 კილოგრამ კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი და თორნიკე მაზიაშვილი იცავდნენ საქართველოს ღირსებას. ქართველმა ძიუდოისტებმა შეძლეს და პირველივე დღეს ორი მედალი მოიპოვეს. თორნიკე მაზიაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა, ხოლო გიორგი სარდალაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა. მან ფინალამდე არც ისე რთული გზა განვლო. გიორგიმ კოლუმბიელი მორატო, ისრაელის წარმომადგენელი ვოლცზაკი  და ბრაზილიელი აუგუსტო მარტივად დაამარცხა. მთავარი გამოცდა მას წინ, იაპონელი ტაიკი ნაკამურას წინააღმდეგ ელოდა, რომელსაც ქართველმა თავი არც ისე წარმატებით გაართვა. შეხვედრა ქართველმა აქტიურად დაიწყო, თუმცა იაპონელმა გიორგის შეცდომით ისარგებლა და შეხვედრა იპონით მოიგო. შეგახსენებთ, რომ სარდალაშვილი, გასულ წელს, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, გიორგის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. მისი ასაკიდან გამომდინარე, ძალიან მცირე გამოცდილება აქვს საერთაშორისო შეჯიბრზე გამოსვლისა, თუმცა გასულ წელს მან შეძლო და ორ ძირითად შეჯიბრზე ჯერ ვერცხლის, შემდეგ კი ოქროს მედლები მოიპოვა.

სხვა სტატიები