Belive

გიორგი ქვილითაია: "ახალ სეზონში თავს უკეთ ვგრძნობ და გოლების გატანა მსურს"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და კვიპროსული ლიმასოლის არისის ცენტრალური ფორვარდი, გიორგი ქვილითაია უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში ბერძნულ ათენის აეკთან შეხვედრის წინ, პრესკონფერენციის დროს საუბრობს.

"გასული 2 მატჩი კარგად ჩავატარეთ. წინსვლა ვაჩვენეთ, თავდაჯერებულები და კონცენტრირებულები ვართ და შევეცდებით, წარმატების მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთ.

გასულ სეზონში ტრავმის მიღებამდე, კარგად დავიწყე, მაგრამ შემდეგ 3 თვე გამიცდა და ეს ადვილი არ გამოდგა. ახალ სეზონში, თავს კარგად ვგრძნობ, მეტ თავისუფლებას ვიღებ და მინდა, რომ კარგად ვითამაშო.

რა თქმა უნდა, მინდა, რომ აეკთან გოლი გავიტანო, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა უფრო მეტად მინდა", - ამბობს 31 წლის ქართველი ფორვარდი.

ახალ სეზონში, გიორგი ქვილითაიამ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორივეში გოლის გატანა მოახერხა. ორივე მატჩი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ პუშკაშ აკადემიასთან შედგა.

სხვა სტატიები