საქართველო-ლატვიის დაპირისპირების შემდეგ ქართველი მარცხენა მცველი - გიორგი ნავალოვსკი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გულშემატკივრებთან მივიდა და გულშემატკივრობისთვის დიდი მადლობა გადაუხადა. გიორგის ეს საქციელი მთელმა სტადიონმა დააფასა და მხურვალე ტაშით გააცილეს მოედნიდან.