Belive

გიორგი მამარდაშვილმა ნეტოს გადაასწრო და ისტორიულ შედეგებს უახლოვდება

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ბრწყინვალე სეზონი აქვს. გარდა იმისა, რომ ის ესპანეთის ლა ლიგის მეკარეებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია (35 მილიონი ევრო Transfermarkt-ის მონაცემებით), მას გუნდის ისტორიაში თავის პოზიციაზე მოთამაშეთა საუკეთესო შედეგების გაუმჯობესების შანსი აქვს.

კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ გიორგი მამარდაშვილმა ამ მომენტისთვის, 2023/24 წლების სეზონში უკვე 11 მატჩში კარის უსაფრთხოება მშრალად შეინახა. "ვალენსიას" ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული სტატიის მიხედვით, მამარდაშვილმა რამდენიმე მეკარის მიერ ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა, მათ შორის ნეტო მურარასი (2017/18 წლების სეზონში), რომელიც შემდეგ "ბარსელონაში" გადაბარგდა, ახლა კი "ბორნმუთის" მეკარე გახლავთ.

რაც შეეხება უახლოეს შედეგებს, რეკორდსმენი ამ მხრივ ლეგენდარული სანტიაგო კანისარესი გახლავთ, რომელმაც ერთ სეზონში კარის მშრალად შენახვა 20-ჯერ მოახერხა. იქიდან გამომდინარე, რომ ლა ლიგის დასრულებამდე კიდევ 8 ტურია დარჩენილი აღნიშნული შედეგის გამეორება მიმდინარე სეზონში ფიზიკურად შეუძლებელია, თუმცა 23 წლის ქართველს მეორე პოზიციაზე გადასვლა შეუძლია. ამჟამად, მეორე ადგილზე გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელი, ხოსე მანუელ ოჩოტორენა ლა ლიგის 1988/89 წლების სეზონში 16-ჯერ მშრალად შენახული კარის მაჩვენებლით იმყოფება.

სხვა სტატიები