Belive

გიორგი მამარდაშვილის გამო ბილბაო-ვალენსიას მატჩს ჩელსის სკაუტები დაესწრნენ

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩში ბილბაოს "ატლეტიკსა" და "ვალენსიას" შორის (2:2), "სან მამესზე", ლონდონის "ჩელსის" სკაუტები იმყოფებოდნენ, რომლებიც საქართველოს ნაკრების და "ღამურების" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს აკვირდებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული მედია ავრცელებს და წერს, რომ "არისტოკრატებმა" ესპანურ მატჩზე წარმომადგენლები ორივე გუნდის გოლკიპერზე დასაკვირვებლად გაგზავნეს.

"90min-ის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ლურჯებმა ზაფხულში ორი მეკარე, რობერტ სანჩესი და ჯორჯ პეტროვიჩი დაიმატეს, ისინი კვლავ მეკარის ძებნის პროცესში არიან და ამის გამო "ბილბაოსა" და "ვალენსიას" მატჩზე სკაუტები გაგზავნეს. ისინი მათ სურვილების სიის სათავეში მყოფ გიორგი მამარდაშვილს, რომელიც "ჩელსის" დიდი ხანია სურს და ასევე, ბილბაოს "ატლეტიკის" მეკარეს, უნაი სიმონს აკვირდებოდნენ. ინგლისური გუნდის წარმომადგენლები ესპანეთში "ვალენსიას" 23 წლის მეკარეზე დასაკვირვებლად იმყოფებოდნენ, თუმცა მათ გარკვეული ჩანიშვნები 26 წლის ესპანელი გოლკიპერის შესახებაც გააკეთეს.

მართალია "ჩელსი" სანჩესის თამაშით კმაყოფილია და ზამთარში მეკარის დამატება გუნდის მთავარი პრიორიტეტი არ იქნება, მაგრამ 90min-ისთვის ამ ინფორმაციის წყარო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არც გამორიცხული ამბავია", - წერს 90min-ი.

გიორგი მამარდაშვილს 2023/24 წლების სეზონში "ვალენსიას" შემადგენლობაში ლა ლიგაში 11 მატჩი აქვს ჩატარებული, როლიდან სამშიც კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები