გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მე-11 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
23 წლის ქართველი მეკარე თავად ესპანეთის რანგით ყველაზე მაღალი დივიზიონის ოფიციალურმა გვერდმა, საკუთარი ვერსიით შედგენილ სათამაშო კვირის საუკეთესო გუნდში შეიყვანა.
ქართველ ტალანტთან ერთად გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც ისკო ალარკონი, ჯუდ ბელინგემი, მიკელ ოიარსაბალი და სხვები არიან.
გიორგი მამარდაშვილმა მე-11 ტურში ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი დაიმსახურა და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა - 2:2. რაც შეეხება უშუალოდ "ვალენსიას", ღამურებს 11 ტურში დაგროვებული 15 ქულით მეცხრე პოზიცია უკავიათ და შემდეგ ტურში 5 ნოემბერს, "გრანადას" საშინაო კედლებში უმასპინძლებენ.