Belive

გიორგი კვერნაძის ტრანსფერით სერია A-ს კლუბი ინტერესდება

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

22 წლის გიორგი კვერნაძე შესაძლოა ფროზინონეს დაემშვიდობოს და კარიერა სერია A-ს კლუბში გააგრძელოს. იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ვერონა ახალგაზრდა შემტევის შეძენით აქტიურად ინტერესდება და ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი კონტაქტიც შედგა.

იტალიური მედია აღნიშნავს, რომ ვერონასა და ფროზინონეს წარმომადგენლებს შორის კონტაქტი რამდენიმე დღის წინ შედგა, თუმცა, ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

კვერნაძე, რომლის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ევროა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს და ტურნირის დასრულების შემდეგ, შესაძლოა მის მიმართ დაინტერესება სხვა კლუბებმაც გამოხატონ.

სერია B-ს 2024/25 წლების სეზონში, ახალაზრდა ქართველმა 3 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. რაც შეეხება ფროზინონეს - კლუბმა იტალიის რანგით მეორე დივიზიონში ადგილი ბოლო ტურში, სასუოლოსთან მოგებული (0:1) მატჩის შედეგად შეინარჩუნა.

სხვა სტატიები