Belive

გიორგი გულიაშვილი მე-12 ტურის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა

4 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"სარაევოს" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის მე-12 ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა, ქართველმა შემტევმა "სლობოდას" წინააღმდეგ გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

სრულად სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: ოსმან ჰაძიკიჩი ("ველეზ მოსტარი")

მცველები: ანტე ჰრკაჩი ("ველეზ მოსტარი"), მარინ კარამარკო ("ზელეზნიჩარი"), დომინიკ მიჰალიევიჩი ("პოსუსიე")

ნახევარმცველები: კარლო ლულიჩი ("სარაევო"), ალექსანდარ დორდევიჩი ("სარაევო"), ფრან ტოპიჩი ("ჟრინსკი"), სამირ რადოვაჩი ("ზელეზნიჩარი"), მატეი ცვეტანოსკი ("ზელეზნიჩარი")

თავდამსხმელები: რენან ოლივეირა ("სარაევო"), გიორგი გულიაშვილი ("სარაევო")

ბოსნიის მე-12 ტურის სიმბოლური გუნდი

"სარაევოს" ბოსნიის ჩემპიონატში 27 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა (8 მოგება, 3 ფრე, 0 მარცხი), ლიდერ "ჟრინსკის" 4 ქულით ჩამორჩება, ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას სწორედ პირველადგილოსანთან ჩაატარებს, მატჩი 6 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.

გიორგი გულიაშვილი ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს, მას 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს, მეორე ადგილზე მყოფ ფეხბურთელს კი 3 გოლით უსწრებს.

სხვა სტატიები