Belive

გიორგი ჩხიკვაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში, 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

დღეს, 72-კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა გიორგი ჩხიკვაძემ, რომელმაც ფინალში ლიეტუველი ვილიუს სავიცკასი 8:0 დაამარცხა.

ჩხიკვაძემ საჩემპიონო გზაზე თურქი, უნგრელი, ბულგარელი და აზერბაიჯანელი მეტოქეების დამარცხება შეძლო.

ეს საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალია - გუშინ ჩემპიონობა 55-კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი თოხაძემაც იზეიმა.

სხვა სტატიები