Belive

გიორგი ბერიაშვილი ბუდაპეშტის გრან პრის მეორე ეტაპზეა!

7 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 14 ივლისს, სტარტი აიღო ბუდაპეშტის გრან პრიმ, სადაც -90, -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიები ასპარეზობენ. მთავარი ძალა საქართველოს ნაკრებს -90 კგ-ში ჰყავს, სადაც ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი გამოდიან. -100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს გიორგი ბერიაშვილი, ხოლო +100 კგ-ში კი ონისე ბუღაძე და გელა ზაალიშვილი. გიორგი ბერიაშვილის მეტოქე პირველ რაუნდში ავსტრიელი – აარონ ფარა იყო, რომელიც გიორგიმ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე  ესტონელი - გრიგორი მინასკინი იქნება.

სხვა სტატიები