გიორგი არაბიძემ ქუთაისის ტორპედო დატოვა
გიორგი არაბიძემ ქუთაისის ტორპედო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
ამავე დროს, სოციალურ ქსელში ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრები საუბრობენ, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა შეწყდა.
ცნობილი ხდება, რომ გიორგი არაბიძესა და საქართველოს მეორე ყველაზე ტიტულოვან გუნდს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დასრულდა.
გიორგი არაბიძე ტორპედოს შემადგენლობაში ორი ვადით, 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის ივლისამდე და 2026 წლის იანვრიდან დღემდე თამაშობდა. საერთო ჯამში, 28 წლის ფეხბურთელმა ტორპედოს შემადგენლობაში 35 გოლის გატანა და 25 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ამ სეზონში გიორგი არაბიძეს ეროვნულ ლიგაში 8 გოლი აქვს გატანილი და 13 საგოლე პასი გაკეთებული, რითაც ჩემპიონატში საუკეთესო ასისტენტია, ხოლო ტორპედო ცხრილში 37 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.